მოქმედებები დაიწყო (ახალგაზრდა ბლოგერის პირველი პოსტი)

  გამარჯობათ, პირველი პოსტის წერაზე ბევრი არ მიფიქრია, უბრალოდ გადავწყვიტე დამეწერა ის რასზეც ეხლა ვფიქრობ და ვაკეთებ. პირველ რიგში მიხარია, რომ გავაკეთე და გავუშვი ჩემი ახალი ბლოგი (ვებ გვერდი) რომელსაც ჩემი აზრით საინტერესო დომენი შეურჩიე geoctrl.info, იდეაში ჩაფიქრებულიც ის მაქვს, რაც სათაურის არჩევაში მარტივად დამეხმარა, მომავალში ვგეგმავ გამოვაქვეყნო ისეთი წერილები, რომლებიც ასახავს ქართულ რეალობას, ასევე ჩემს პირად ცხოვრების ისეთ დეტალებს, რომლის მოყოლაც მკითხველებისათვის შემეძლება.
  როდესაც რაღაცის თქმა მინდა, თითქოს ყველაფერი ჩერდება, ვფიქრობ, როგორ გადმოვცე ის რასაც გულწრფელად ვფიქრობ. გამოუყენებელ შანსებს, გულგრილობას  სულერთობის განცდას ვერაფერს ვუზამთ. 
    ვფიქრობ ნუთუ ყველაფერი გამოვტოვე?...
    არ მინდა პესიმისტურ ნოტაზე დავამთავრო დღევანდელი ჩემი ბლოგ პოსტი.
ჯერ ყველაფერი წინაა...